0 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Forum გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენიც კომპანია აჭარაბეთია

26 აპრილს the FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენიც კომპანია აჭარაბეთია. 

ფორუმის  ფარგლებში კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი ისაუბრებს  CSR მიმართულების ბიზნესის გამოცდილებაზე. 

„მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ფორუმს, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხება, რადგან აჭარაბეთისთვის  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და შეასრულო ისინი - საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ  შევქმენით კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“,რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში.

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია:  პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის  და ადამიანების CSR მიმართულებით მხარდაჭერაზე.“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა -  ნინი გუჯაბიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები