0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის წარდგენით Georgian drift series 2021 ჩატარდება

11 აპრილს, BMW Club Georgia-ს ორგანიზებით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მოედანზე Georgian Drift Series 2021-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ჩემპიონატის წარმდგენი  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებასთან ერთად, 11 აპრილს ჩატარდება ბრძოლა საქართველოს დრიფტის სერიების PRO კლასში.

Georgian Drift Series 2021 სამ ეტაპად ჩატარდება. ჩემპიონატში სოკარის გუნდიდან მონაწილეობას მევლუდ მელაძე და ნოდარ კოდუა მიიღებენ. გამარჯვებული, სოლიდური საპრიზო ფონდის გარდა, მიიღებს შანსს, გავიდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალზე, ეს კი პირველი ორი ეტაპის ქულების ჯამით გადაწყდება.  

დრიფტის სერიების მიზანია, მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებსა და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ავტორბოლის განვითარების პროცესში 2018 წლიდან არის ჩართული, რაც დრიფტის შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა,  ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება)  შემადგენელი ნაწილია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები