0 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით Mova Jewelry-მ ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა გამართა

Mova Jewelry ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლისთვისაც პანდემიის პირველი ტალღა  პირველი სტენდის გახსნას დაემთხვა. დამფუძნებლები - სალომე ჯაოშვილი და თეონა წიტაიშვილი - მალევე მიხვდნენ, რომ თვეების განმავლობაში დაგეგმილი, აწყობილი, რეალიზაციისთვის გამზადებული და პანდემიის გამო უვადოდ შეჩერებული ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით უნდა გადაერჩინათ. ამისთვის კი თიბისი ბანკის მიერ შექმნილი b2c პლატფორმა იდეალური საშუალება აღმოჩნდა, რაც Mova-მ უმოკლეს დროში აქცია ბიზნესის წარმატების წყაროდ.

„თიბისის მიერ შემოთავაზებული b2c პლატფორმა, საკმაოდ დეტალური განმარტებებით და ვიდეო ინსტრუქციებით, ძალიან მარტივად ასათვისებელი აღმოჩნდა. თიბისის წარმომადგენელი დაგვეხმარა საბანკო გადახდის სისტემის მიბმაშიც. ამ ყველაფერმა საქმე გაგვიადვილა და ძალიან მოკლე დროში შევქმენით ჩვენი ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღეებში წარმატებით ამუშავდა. ვებგვერდის საშუალებით  მომხმარებლებს მაქსიმალურად გავუმარტივეთ ონლაინ შოპინგი. ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელი ხედავს ყველა ხელმისაწვდომ პროდუქტს, არჩევს სასურველ მოდელს და მიწოდების სერვისს. ჩვენ კი საიტის სისტემა, სხვა კომფორტის გარდა, მარაგების კონტროლის კუთხითაც გვეხმარება,“ - ამბობს Mova-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე ჯაოშვილი.

Mova Jewelry-ს დახვეწილი დიზაინის მქონე, კომფორტულ ვებგვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, შეარჩიოთ და იყიდოთ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული აქსესუარების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც  Mova საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უმოკლეს დროში მოგართმევთ.

“ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან,“ - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართაში მხარდაჭერას მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები