0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთი“ განაგრძობს სპორტის მხარდაჭერას

 

 

კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა  პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“-სთან და პროექტის გენერალური სპონსორი გახდა.პროექტის მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ–შემოქმედებით და სოციალურ პროექტებში ჩართულობა.

 

„კომპანია „აჭარაბეთისთვის“ სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, წლებია სპორტის მხარდამჭერები ვართ და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ გენერალური სპონსორი გავხდით, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა.მოგეხსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა, რომლის მიზანია, წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში.სწორედ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხდა ჩართულობა პროექტში „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“-განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

„ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფეროა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ–შემოქმედებითი და სოციალურ პროექტებში ჩართულობის, სოციალური ვიდეორგოლების, დოკუმენტური ფილმების მომზადებისა და სატელევიზიო სივრცეში განთავსების გზით.

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ისეთი უპრეცედენტო ღონისძიებები, როგორიცაა: პარაპლანით ფრენა ეტლებით,ჯომარდობა,მკლავჭიდი,მშვილდოსნობა,ბოულინგის ინტეგრირებული ტურნირი,ზიპლაინი,საბრძოლო ფარიკაობა და ა.შ

კომპანია „აჭარაბეთი“ გახდა პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ გენერალური სპონსორი. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა,“- განაცხადა პროექტის დირექტორმა ხათუნა გავაშელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები