0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის განცხადება

კომუნიკაციების კომისიის მორიგი კანონდარღვევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა


რამდენადაც მაგთი ფიქსის მოძველებული ტექნოლოგია ფიზიკურად აღარ იძლევა სერვისის შენარჩუნების საშუალებას, მაგთიკომი იძულებული გახდა მოეთხოვა მაგთი ფიქსის ლიცენზიის გაუქმება და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნა.

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მაგთი ფიქსის ლიცენზიის პირობებში ცვლილებების შეტანით, კომუნიკაციების კომისიამ უხეშად დაარღვია მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები. გასაუქმებელ ტექნოლოგიაზე ლიცენზიის საფასურის 16 მილიონიდან 161 000 ლარამდე შემცირება პოზიტიურ მოვლენად ვერ შეფასდება, რასაც საჯარო განცხადებით მიზანმიმართულად ცდილობს კომუნიკაციების კომისია, განსაკუთრებით, როდესაც მას საფუძვლად უდევს კანონის უხეში დარღვევა.

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის 11 მარტის უკანონო გადაწყვეტილება მაგთიკომის მიერ გასაჩივრებული იქნება სასამართლოში. 

Facebook - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/4115514321792607/

Web - https://www.magticom.ge/ka/communication-commission

კომენტარები

მსგავსი სიახლეები