0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განახლებული Porsche Panamera საქართველოშია

პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ განახლებული პორშე პანამერას ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა ბიზნეს კლასის 4-კარიანი სედანის მეორე თაობა 2021 წლისთვის განაახლა და პანამერას ახალი ვერსია უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

ახალი პანამერას პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტი საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში  SOLO და WM საკუთარ მომხმარებლებს ახალი Porsche Panamera-ს  შეძენას განსაკუთრებული პირობით, 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. ისის“ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელიც საზოგადოებას პორშეს წარმომადგენელმა პეტრე წაქაძემ და ცნობილმა ტელეწამყვანმა ლიკა ევგენიძემ წარუდგინეს.

განახლების შემდეგ პანამერა კიდევ უფრო მეტად სპორტული, ელეგანტური და ექსკლუზიურია. სპორტული შესაძლებლობები, კომფორტი და დიზაინი - პანამერას წინა თაობასაც ეს ფაქტორები გამოარჩევდა, განახლებულ მოდელში კი მისმა ყველა უპირატესობამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. პორშეს მიზანი ყოველთვის კლასში საუკეთესო ავტომობილების წარმოებაა, პანამერა კი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითია. ავტომობილმა ახლახან ნიურბურგინგის ლეგენდარულ ტრეკზე ახალი რეკორდიც დაამყარა.

 „პორშე ცენტრი თბილისში“ მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია პანამერას ყველა ვერსია. ონლაინ-პრეზენტაციაზე საზოგადოებამ Panamera 4 იხილა, თუმცა არჩევანი გაცილებით დიდია: Panamera GTS, Panamera Turbo S, რომელმაც Turbo-ვერსია ჩაანაცვლა და ასევე მოდელის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიებიც. მნიშვნელოვანი სიახლეა ჰიბრიდული ვერსია Panamera 4S E-Hybrid, რომლითაც პორშე აგრძელებს მოდელების ელექტრიფიცირების სტრატეგიას. ახალი ელემენტების დამსახურებით ელექტროსვლის რესურსი 30 პროცენტით გაიზარდა. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ყოველი მეორე პორშე ქარხნიდან ჰიბრიდული ან მხოლოდ ელექტროამძრავით გამოვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პორშე ცენტი თბილსის წარმომადგენლებს: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; 591 280 280;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები