0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

26 იანვარი, 2021- საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლებაში მეწარმემ მარანი მოაწყო და ადგილობრივ ბაზარზე უკვე აქტიურ რეჟიმში  ახორციელებს 5 დასახელების ღვინის: რქაწითელის, ჩხავერის, ცოლიკაურის, უსახელაურის და საფერავის რეალიზაციას.

სამომავლოდ იგეგმება მარნის გაფართოებაც. ასევე, სასტუმროსა და რესტორანში სტუმრების მიღება. გარდა ამისა, „ჯაფარიძეების მარანს“ ბანკის მხარდაჭერით ახალი დანადგარი შეემატა, რისი მეშვეობითაც მეწარმე ღვინოს უკვე ბოთლებში ჩამოასხამს და ასეთი სახით  გაუწევს რეალიზაციას.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მეღვინეობის მიმართულებით პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით „ჯაფარიძეების მარანი“ საქმიანობას აფართოებს. მეწარმე 5 ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის რეალიზაციას ახლა უკვე ბოთლის სახითაც შეძლებს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ის ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები