1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა.

ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგნ დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.

ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს.

„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ხაზს უსვამს - ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამ მხარდაჭერის მტკიცებულება ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით,მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა“, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - EBRD, ADB, Commerzbank.

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები