1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა უნდა გაითვალისწინონ აზარტული თამაშების მოყვარულებმა.

აზარტული თამაშებით ძალიან ბევრი ადამიანია გატაცებული, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით ონლაინ თამაშები სარგებლობს. მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს არაერთი ვებგვერდი სთავაზობს, დროის გაყვანაც მეტად კომფორტულია, საკმარისია მცირე თანხა ანგარიშზე და burning hot სლოტების ფერადი გამოსახულებები მაშინვე დაიწყებენ თქვენს მონუსხვას.

მაშ ასე, რჩევა პირველი: არასდროს გაიწყოთ თამაში არაფხიზელ მდგომარეობაში. მანამ, სანამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იქნებით შესაძლოა მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შემდგომში აუცილებლად ინანებთ. არაფხიზელი გონება ნაკლებადაა რაციონალური და სანდო. თუ უკვე მიღებული გაქვთ ალკოჰოლის გარკვეული ოდენობა, მაშინ თქვენი ბარათი გააკონტროლებინეთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით, ასე გეცოდინებათ რომ ზედმეტად ბევრს არ დახარჯავთ.

საუკეთესო, რაც თამაშის დაწყებამდე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს თქვენი თავისთვის ლიმიტების დაწესებაა. აუცილებელია წინასწარ გადაწყვიტოთ რა თანხის მოგების შემთხვევაში შეწყვეტთ თამაშს, ან კონკრეტულად რამდენის წაგების შემდეგ მიხვდებით, რომ გაგრძელება აღარ ღირს და თავი უნდა შეიკავოთ. მომგებიანია ასევე სათამაშო დროის შეზღუდვა და განსაზღვრული დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ თამაშის შეწყვეტა. 

ადამინები ხშირად ვერ ხვდებიან თუ რამდენად აზარტულები არიან ისინი, აზარტულობა არ გამოიხატება მხოლოდ პოკერის თამაშით. ხშირად ჩვენ თვითონაც გვიჭირს იმის გათვითცნობიერება თუ რამდენად აზარტულები ვართ. ყველაფერი უბრალო გართობით იწყება, შედეგები კი ხშირად სავალალოა.

შეარჩიეთ ისეთი თამაშები, რომლებშიც სტრატეგიის დასახვას შეძლებთ, ბლექჯეკი, კრეპსი ან რულეტკა. შესაძლოა სხვა ალტერნატივები მეტად მიმზიდველი იყოს, მაგრამ  სამაგიეროდ, ნაკლებადაა გარანტირებული მოგება.

მოთამაშეები ხშირად სწორედ ისეთ დროს იწყებენ ფსონების დადებას, როცა დეპრესიული და რთული პერიოდი აქვთ, ან უხასიათოდ არიან. დაიმახსოვრეთ, წაგება ბევრად უფრო დაგიმძიმებთ მდგომარეობას, ამიტომ მოერიდეთ სტრესულ პერიოდში თამაშს, ეს ხასიათს ვერ გამოგიკეთებთ!

თუ რჩევების მიღება დაგჭირდათ, ინტერნეტსივრცეში უამრავ ფორუმსა და ბლოგს იპოვით, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ყურადღების კონცენტრირებისა და გონების დასვენებისთვის აუცილებელია დროდადრო შესვენება. ონლაინ თამაშისას ცოტა ხნით მოშორდით მონიტორს, ადექით, გამოელაპარაკეთ ოთახში მყოფებს და განახლებული ძალებით შეუდექით ხელახლა თამაშს.

არასდროს ითამაშოთ იმ ფულით, რომელიც სხვა აუცილებელი მიზნებისთვის გაქვთ გადადებული. გამოყავით თანხა კონკრეტულად თამაშისთვის, იმ შემთხვევაში, თუ არ გაგიმართლებთ და მთელ ფულს წააგებთ გეცოდინებათ, რომ გადასახადებისა და სხვა ხარჯებისთვის თანხა შემონახული გქონდათ, ასე ნაკლებად დაისტრესებით.

აზარტული თამაშების ინდუსტრიაში დიადი დაპირებების გაცემა უყვართ, თუმცა ძალიან ცოტა თუ იღებს საწადელს. გახსოვდეთ, როცა დაპირება არარეალურად კარგი და სახარბიელო გეჩვენებათ, ესეიგი სინამდვილეშიც არარეალურია და ასეთ მახეში არ უნდა გაებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები