1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi ბრუნდება!

 

აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ  ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების შემდეგ სერიას. 

გლობალური შეხვედრების სერია პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ - ProductTank – 23 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათიდან კიდევ ერთ საინტერესო საღამოს გვპირდება. 

ღონისძიების სერიას Tbilisi Startup Bureau უკვე 2 წელია სისტემატიურად მასპინძლობს და ამ დროის მანძილზე მუდმივად მზარდი პროდუქტ ქომუნითი ახლა უკვე 1700 ადამიანს შეადგენს. 23 დეკემბრის კონფერენციაზე, როგორც ყოველთვის წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები. ამ შეხვედრის თემა პრიორიტეტიზაციაა და თემის შესახებ ისაუბრებენ სპიკერები: სოფიო გაჩეჩილაძე და ზურა ფაჩოშვილი. 

სოფიო აჭარაბეთის UX თრაიბის ლიდერია. მისი თემა, სათაურით „დაუნდობელი პრიორიტეტიზაცია“ შეეხება იმას, თუ როგორ ვანიჭებთ პრიორიტეტს სხვადასხვა ფუნქციონალის განვითარებას და რა ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიორიტეტიზაციის პროცესში. ის გაგვიზიარებს აჭარაბეთის პროდუქტის გუნდის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და შაბლონებს პრიორიტეტიზაციის გასაუმჯობესებლად. 

ზურა ANATOMY 16-ის თანადამფუძნებელია. ის ისაუბრებს პრიორიტეტებზე MVP-ის გარშემო, მოგვიყვება თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MVP-ის დადგენამდე და როგორ ავარჩიოთ MVP. 

ღონისძიებას კი მოდერაციას გაუწევს WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნოდო ივანიძე. 

 

კონფერენცია გაიმართება Zoom პლატფორმის დახმარებით და პარალელურად მოხდება მისი ლაივ სტრიმი Facebook-ზე. გამოსვლების შემდეგ კი ზემოთხსენებული პლატფორმებიდან შეხვედრა, უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ, პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს. შეხვედრაზე დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას შემდეგ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/275197175/

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.

 

LinkedIn Event

Facebook Event

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები