1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქ. ახლა, თიბისიში უკვე შესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება

თიბისიში სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც  სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ. 

თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს უმოკლეს დროში  დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს. 

ფულადი გზავნილებიდან მიღებულ შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა. 

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის  არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს. სწრაფი სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 15.5%-დან  (ეფექტური 18.5%-დან) ხოლო, იპოთეკური სესხის შემთხვევაში -  10.5%-დან  (ეფექტური 18.5%-დან) იწყება. რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის  სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება. 

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-secured-by-remittance-campaign

კომენტარები

მსგავსი სიახლეები