1 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალშია

აჭარაბეთი SBC Awards-ზე, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალისტებს შორისაა. დღეს, გამარჯვებულებს 44   სხვადასხვა განსხვავებულ კატეგორიაში გამოავლენენ. სწორედ მათ შორისაა „წლის მარკეტინგული კამპანია“, რომლის 10 ფინალისტში „აჭარაბეთი“ ინტერაქტიული პროექტ „არენათი“ არის წარდგენილი.

  „არენა“ სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელსაც  ანალოგი არ მოეპოვება. მაყურებელი თავიდანვე ერთვება ფილმის სიუჟეტში და თვითონ ხდება ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს.
გადაღებებს Metro Production უძღვებოდა. პროექტზე სარეკლამო სააგენტო JWT Metro მუშაოდა, ფილმის რეჟისორი კი დავით ბორჩხაძეა.

„ძალიან ვამაყობთ, რომ ამ პროექტით SBC Awards-ის ფინალისტებს შორის ვართ, როგორც „წლის მარკეტინგული კამპანია’’.ეს ჩვენი კომპანიის განხორციელებული ინოვაციური პროექტის საერთაშორისო აღიარებაა. “-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ. 

SBC (Sports Betting Community) 2009 წელს, ლონდონში დაარსდა და SBC News-ის საშუალებით, მომხმარებელს „გემბლინგის“ სფეროს უახლესს ამბებს აცნობს. ასევე, მისი ნაწილია SBC Events, რომელიც „სპორტბეთინგში“ მოღვაწე კომპანიებისთვის, ყოველწლიურად, საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს და გამოფენებს ატარებს. მათ შორისაა  SBC Awards, სადაც ყოველ წელს, სხვადასხვა კატეგორიაში, საუკეთესო „გემბლინგ“ კომპანიებს აჯილდოებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები