1 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ევროპულმა სარეიტინგო სააგენტო SCOPE-მა „თეგეტა მოტორსის“ ახალი სარეიტინგო შეფასება გამოაქვეყნა

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის 2020 წლის 9 თვის შეფასებით, „თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით (Outlook Stable) შეფასდა. კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ამასთანავე შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით „თეგეტა მოტორსმა“ შეძლო მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგების ჩვენება.

ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიის შესაბამისად და სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც 2017 წელს შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და საკრედიტო რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები