ბიზნესი
თიბისის ბიზნეს კლუბი - ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პლატფორმა
2020-11-25 22:43:46
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის, რომელიც კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს.
ბიზნეს კლუბის შექმნით თიბისი მომხმარებლებს უმარტივებს ბიზნესის კეთებას, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან.
კლუბის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტაციებით და სესიებით, სადაც მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კონკრეტული დარგის ექსპერტებისგან. ასევე, სპეციალურად მათთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, რომელზეც მოხდება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების განხილვა. ბიზნეს კლუბის წევრებს და მათი კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ სპეციალური კურსების გავლა, ასევე, ყოველთვიური განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა. ამას გარდა, შეიქმნება ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, პოტენცურ პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან დაკავშირებას და სიახლეების გაზიარებას.
„ჩვენ ბიზნეს კლუბის შექმნით გავაერთიანეთ ორი სრულიად ინოვაციური მიდგომა საქართველოში, პირველი ეს არის „ბანკი გამოწერით“ და მეორე, ერთი სოციუმის ადამიანებისთვის, კერძოდ, ბიზნესებისთვის - კლუბის გაკეთება. თიბისის ყველა ძალისხმევა ემსახურება მომხმარებლებისათვის ცხოვრების გამარტივებას. კლუბის შექმნის იდეამდე იმ ინსაითებზე დაყრდნობით მივედით, რაც ბიზნესის წარმომადგებლებთან უკუკავშირის შედეგად მივიღეთ. ბიზნეს კლუბი იქნება სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი მიიღებენ ყველაზე მთავარს, რაც სჭირდებათ, ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის შეძენა, ნეთვორქინგი, პოტენციურ პარნიორებთან თუ კლიენტებთან შეხვედრა და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნეს კლუბი მუდმივად განახლდება, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე,“ - ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბიზნეს კლუბში მოხვედრა შესაძლებელია ბიზნეს ნაკრების გამოწერით. როგორც თავად ბიზნეს კლუბი, ასევე, საბანკო სერვისების გამოწერის პრინციპი საქართველოს საბანკო სივრცეში ინოვაციურია. ახალი ინიციატივის ფარგლებში თიბისი მომხმარებლებს სთავაზობს 3 ტიპის ბიზნეს ნაკრებს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფასითა და შემადგენლობით. სამივე ნაკრები შედგება იმ საბანკო პროდუქტებისგან, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს.
ბიზნეს კლუბი გააერთიანებს ყველა ტიპის ბიზნესს, მიუხედავად მათი ზომისა და იურიდიული ფორმისა, კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირ ბიზნესებს. ბიზნეს ნაკრებების შემადგენლობა კი, შეესაბამება ყველა ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს. ნაკრების გამოწერა არის შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს სივრცემდე, ბიზნეს კომუნამდე მიიყვანს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია საბანკო პროდუქტები და სერვისები.
კომენტარები