1 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელ ბანკად დაასახელა

20 ნოემბერი, 2020- საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა, როგორც ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული სასესხო პროდუქტების მიმწოდებელი ბანკი.

პროექტის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც შეძლეს მომხმარებლების ციფრულ ფლატფორმებზე წარმატებულად გადაყვანა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ხარჯების შესამცირებლად.

ბანკები Global Finance-ის რედაქტორების და პარტნიორი კომპანია Infosys-ის ექსპერტების მიერ შეფასდნენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმები ითვალისწინებდა, თუ როგორ გაართვეს ბანკებმა პანდემიის გამოწვევებს თავი და რამდენად შეძლეს მისი შესაძლებლობებად ქცევა. 

“გლობალური პანდემიის მიერ დაჩქარებული ციფრული ტრანსფორმაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ციფრული ბანკის დაჯილდოების 21-წლიან ისტორიაში. შესაბამისად, წელს, როგორც არასდროს, მიღებული ჯილდო და აღიარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია“,- აცხადებენ Global Finance-ში. 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ  საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. კატეგორია, რომელშიც ჯილდო მოვიპოვეთ გულისხმობს მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი ფინანსური რესურსების კიდევ უფრო  ციფრულად უზრუნველყოფას, ჩვენი დისტანციური პროდუქტების საშუალებით. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის მის საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შეგვეთავაზებინა დისტანციურ არხებში, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატები, საქართველოს ბანკის ვებგვერდი თუ სხვა, ლენდინგ პროდუქტები განვათავსეთ. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებას და მის ბიზნეს საქმიანობაში ინტეგრირებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები