0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქეთის საქციელზე პასუხს მთხოვენ …“

სალომე შარვაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი როლის შესახებ საუბრობს, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო სეზონზე მოუტანა. „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟების, ცოლ-ქმრის, ზაზასა და ქეთის ამბავმა უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია.

სალომე შარვაძე:

„მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანია. ხანდახან მიჭირს კიდეც იმის ახსნა, რომ ქეთი არ ვარ და სალომე ვარ. სრული სერიოზულობით მთხოვენ ქეთის საქციელზე პასუხს. არიან ადამიანები, რომელთა პირდაპირი დაკვეთაც არის, ღალატის გამო ზაზამ მოკლას ქეთი.

არიან ადამიანები, რომლებსაც ქეთი საქციელი არ მოსწონთ, მაგრამ მაინც მისი მხარე უჭირავთ. ალბათ, უთანაგრძნობენ, რომ ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა.

ზოგიერთები ქეთის ბოლომდე ამართლებენ, რადგან ქმარი მას ვერ ხედავდა, საერთოდ ვერ ხედავდა. გარდა იმისა, რომ სულ ჩაგრავდა და ძალადობდა მასზე (არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობაა ძალადობა), ზოგადად, ქალად არ აღიქვამდა.

თითქოს სულ მარტო იყო, არც მეგობრები ჰყავს, არც ქმარი და არც არავინ. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მის მიმართ ელემენტარული ინტერესი და ყურადღება გამოიჩინა და…

როგორი პარტნიორია გიორგი ბოჭორიშვილი?

მე და გიორგი ჯგუფელები ვიყავით, დიდი ხანია ვმეგობრობთ და ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ძალიან მაღალი კლასის მსახიობს. მასთან ერთად ყველაფერი ადვილია, იმდენად სწორ ემოციას გაძლევს, ძალიან უნდა მოინდომო, რომ სცენა გააფუჭო და ის კონკრეტული ეპიზოდი ცუდი გამოვიდეს. ფანტასტიკური პარტნიორია. მიხარია, რომ ჩვენი კინოწყვილი საბოლოოდ შედგა.

რაც შეეხება მეუღლის დამოკიდებულებას, როგორც სალომე ინტერვიუში აღნიშნავს:

„ჩემი ქმარი ძალიან მამხნევებს, ყველანაირად ხელს მიწყობს, რომ საქმეზე ვიყო ორიენტირებული და ხელი არ შემიშალოს. ეს პერიოდი „ნონ სტოპ“ გადაღებები მქონდა და მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

სარკე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები