1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ის რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

„დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“- განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები