0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მტკვარში გადამხტარი ქალი პატრულის თანამშრომლებმა გადაარჩინეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლევან ჯაიანმა და ირაკლი აზმაიფარაშვილმა ქალაქ რუსთავში სუიციდის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს და ახალგაზრდა ქალბატონი სიკვდილისგან იხსნეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ რუსთავში ქალბატონი მდინარე მტკვარში გადახტომას აპირებდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ 1976 წელს დაბადებული ქალბატონი უკვე გადამხტარიყო მდინარეში და იხრჩობოდა. ოცეულის მეთაური ლევან ჯაიანი და მისი მეწყვილე ირაკლი აზმაიფარაშვილი არ დაელოდნენ სამაშველო სამსახურის მისვლას, მდინარეში შეცურეს და ქალბატონი წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები