0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეჯოში ქმარმა ჯერ გასროლა სცადა,შემდეგ კი ცოლი მანქანის დაჯახებით მოკლა

ჩამოტვირთვა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ელიმხან ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. 
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლის - 1973 წელს დაბადებული მელეიქა გ-ს მოკვლა სცადა, თუმცა გასროლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც მეუღლეს თავისი კუთვნილი ავტომანქანით შეეჯახა. მელეიქა გ. ადგილზე გარდაიცვალა. 
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ელიმხან ე. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები