0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ

რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო - ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია.

„რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, „პოსტ ტვს“ თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ“,- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თავს სამტრედიაში დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა. ნიკა მელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები