0 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში მიიღებს სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში

საქართველოს პრემიერ-მინისტის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ, სუბსიდირება განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში. გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და არის 150 ლარამდე. ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს რომ ამით შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები