2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

""თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი" - ნანუკა ჟორჟოლიანი ავიაკატასტროფას გადაურჩა

   ჟურნალისტი და ტელე–წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ თვითმფრინავს, რომლითაც ის მგზავრობდა, უამინდობის გამო საფრთხე შეექმნა და თბილისის ნაცვლად ქუთაისში ავარიულად დაეშვა. 

"თბილისის თავზე ორჯერ მოწყდასავით თვითმფრინავი. მერე იყანყალა. მერე ისევ ქვევით ჩავარდა. მივხვდით ვერ ვჯდებოდით. ვერ ვჯდებოდით კი არა... გადავხედე თვითმფრინავს, მაინტერესებდა ვისთან ერთად შეიძლება გადავსულიყავი სხვა განზომილებაში. გამიმართლა, მშვიდ ხალხთან ერთად ვნერვიულობდი.


მერე უცებ თვითმფრინავმა, ძალიან სწრაფად ცხვირი ზემოთ აწია და ყანყალით, მგონი სხვა სიტყვა უფრო შეეფერება იმ მდომარეობას ზემოთ ავფრინდით. მთლად აფრენაც არ ერქვა.


თბილისს თავზე ვუტრიალეთ, ისევ ყანყალით და ქუთაისისკენ წამოვედით. პილოტმა გვითხრა რომ უამინდობის გამო დედაქალაქში ვერ დაგვსვამდა.


პირველად ცხოვრებაში ტაში მეც დავუკარი. სულ მიკვირდა ასე რომ შვებოდნენ და ხანდახან სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონია. თან უნდა გენახათ რა გულით ვუკრავდი. კიდევ ერთხელ, და ბევრჯერ შევაწუხე ღმერთი. ალბათ ყველამ თვითმფრინავში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ტურბულენტულია ვისაც უამინდობა უყვარს!


წვრილმანების დედაც ჯეკ. მთავარია სიცოცხლე", - წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები