0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გმირი დედა, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპული შვილის პენსიას გაჭირვებულებს ახმარს

 ინტერნეტში ამაღელვებელი ისტორია ვრცელდება. ნახეთ რას წერს მადონა ჯიქია.

 

„შემოვიდა ფერმკრთალი,სათნოსახით,მძიმე შავითშემოსილი,უსაშველოდნაღვლიანი,მაგრამ თბილი დასხივჩაუმქრალი მზერით...

მომესალმა, დაჯდა და :

- ფონდი დავარეგისტრირე, თქვენი კუთხით მინდავალდებულებებში გარკვევაო - მითხრა.

- რა მიზნით დაარეგისტრირეთ-თქო, ვკითხე

- თუ ძალიან არ შეგაწუხებთ, ცოტა შორიდან დავიწყებო დამომიყვა:

- მე სოფელ კუმისის სკოლისპედაგოგი ვარ, 2008 წლის ომშიშვილი დამეღუპა, სამხედროექიმი იყო, მისი გარდაცვალებისშემდგომ, ყოველთვიურიდახმარება დამინიშნეს- 1000 ლარის ოდენობით,ამ თანხამმოსვენება დამიკარგა,გარშემოუამრავ შეჭირვებულს ვხედავ,გადავწყვიტე,მათ დავხმარებოდი,წლებია ასევაკეთებ,ვფიქრობ,ჩემი ზურაც მომიწონებდა და შემიქებდა საქციელს,ახლა კისაჭიროდ ჩავთვალე ფონდის დარეგისტრირებაო.

ტუჩებზე მლაშე სისველე ვიგრძენი...

ხმა ამიკანკალდა:

- რატომ ფონდი, გაგეგრძელებინათ იმ ფორმით, როგორითაც დაიწყეთ-თქო.

- ძალიან ბევრს უჭირს, ჩემი კაპიკები ზღვაში წვეთია, არიან სოფელში თითოოროლაშეძლებულები, ისეთებიც ხომ იქნებიან,ვინც მრუდე ცხოვრებით იცხოვრა და ახლასინანულის ჟამი უდგათ,ცოდვები იქნება ამ გზით გამოისყიდონ,ყველა ერთად კიბევრს დავეხმარებითო.

გაერკვა, რაც აინტერესებდა და წასასვლელად მოემზადა...

- თქვენს ფოტოს დავიტოვებ, თუ ნებას დამრთავთ-თქო - ვთხოვე დაკარგული ხმით

მოკრძალებული ღიმილით იუარა:

- არაა საჭირო... ჩემი შვილის შესახებ, ჩემს დაწერილ წიგნს გისახსოვრებთო.

წიგნის გადმოცემისას, მალულად და შესაბამისად, დაბალი ხარისხით,მაინც

მოვახერხე გადაღება...

როგორ არ გადამეღო, ან როგორ არ მომეყოლა ?!..“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები