0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ერთ დღეს გადავწყვიტე ვარდისფერი გავმხდარიყავი"-ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი წერილი

   ტელე-წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე დამაინტრიგებელ სტატუსს აქვეყნებს :
„ერთ დღეს გადავწყვიტე ვარდისფერი გავმხდარიყავი. ნუ, ეთერს და სტუდიას ძალიან მოუხდა, მაგრამ დაიწყო ჭორაობა რომ ეს სიგიჟე იყო. მახსოვს სადაც შევდიოდი, ყველგან ჩემსკენ იყურებოდნენ და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მიკვირდა ეს რომ ხდებოდა. ხომ არის ადგილები, სადაც გგონია რომ უნდა ეკიდოთ შენი ვარდისფერი თმა. მერე ჭორაობდნენ აღარაა მაგ ასაკში, ეგ გადაწყვეტილება უფრო თინეიჯერს მოუხდებოდაო. რაც უფრო მეტად მიყურებდნენ და მჭორავდნენ, მით უფრო მალინისფერი ხდებოდა ჩემი თმა.  პროტესტის ნიშნად. ხომ დეტალია, მაგრამ ასე ინგრევა სტერეოტიპები და ფაქტი სახეზეა, ქალაქი ფერადი გახდა და ვარდისფერი თმა მოთხოვნადი.  ამბავი ამ ფოტომ გამახსენა. 50 წლის სელმასაც გაუბედავს თინეიჯერობა“- წერს ჟორჟოლიანი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები