1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ფანჯიკიზე -,,ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად"

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის "სტატუსს" აქვეყნებს. "ჩვენ ქორწილი არ გვქონია, თბილისის ომის დროს "შევკარით პირობა" და მამებმა, არგაგონილი საშინელება ხდება, ხალხი ტირის, ვერ ვიზეიმებთო. მერე სულ გვინდოდა რომელიმე მრგვალი ან ნახევრადმრგვალი თარიღის ქორწილად ქცევა, მაგრამ არ შეწყდა ტირილი ქვეყანაში და თავადაც ყოველი სატირალი მოვლენის შუაგულში აღმოვჩნდებოდით ხოლმე. მგონი ამიტომაც, ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად, მაგის ამდენი ცეკვა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ ტოლ-მეგობრებმა. ღვინოც საუფროსო იყო, თბილღვინოს წარმოების და ირაკლიმ და მისმა ძმაკაცებმაც მთლად დაკარგეს სიტუაციის აღქმა, ჩააჩოჩეს "დიჯეი" და "ბენდი", ქალაქის სხვა კიდიდან აშუღები მოიძიეს და მათთან ერთად დარბოდნენ სცენიდან "პარტერში", ბოლოს ნიკო მიმტანებთან ერთად იყო კედელს მიყუდებული და მამის შესრულებულ "სატრფიალოს" მოთმინებით ისმენდა. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, 40-ს გადაცილებულ ხალხს რა ახარებდა, არადა თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან. მარიამობას ბუკას შვილიც გათხოვდა. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, როგორც რაჭაში იტყვიან, მთელი სამეგობრო გავსუნელდებით,"-წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები