0 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს

ჩამოტვირთვა

მაიკლ ჯექსონის პირადი ექიმი, კონდრად მიურეი, რომელიც მომღერლის სიკვდილშია ეჭვმიტანილი, სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს. მისი თქმით, მაიკლ ჯექსონთან ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ მაიკლის უამრავი საიდუმლო იცოდა, ეხებოდა ინტიმურ ადგილებზე და ეხმარებოდა სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში. საქმე სულაც არ ეხება ორი მამაკაცს სიყვარულს, უბრალოდ მომღერლის პირადი ექიმი თავად უკეთებდა საშარდე კათეტერს, ეხმარებოდა პრეზერვატივების მორგებაში, რადგან ჯექსონს სასქესო ორგანოს პრობლემა ჰქონდა. ექიმი ასევე აცხადებს, რომ მომღერალს არ ეძინა თავის ცოლთან, დები როუსთან, რომელთანაც ორი შვილი ყავდა. როგორც იგი ამბობს, მაიკლმა თავად გაუმხილა, რომ მას დები როუს არცერთი ბავშვი არ ეკუთვნოდა. მიურეი იმაზეც თამამად საუბრობს, თუ როგორ იხმარა ძალა ჯექსონმა ერთ-ერთ თავის მკურნალ ექიმზე, რა დროსაც მაიკლი სრულ ჭკუაზე არ იმყოფებოდა. რაც შეეხება მომღერლის სიკვდილს, ექიმი აცხადებს, მაიკლმა თავად გაიკეთა პროპოფოლი, ყველაფერი კი ისე მოაწყო, რომ მკვლელობა მიურეის დაბრალებოდა. ექიმი ამბობს, რომ მაიკლმა სიკვდილის წინ უთხრა შემდეგი ფრაზა: „ჩვენ სახელებს ისტორია შემოინახავს, მე ყველაფერზე ვიზრუნე...“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები