0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გაშენდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მეწარმემ ბექა ნახუცრიშვილმა ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 750 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 150 000 ლარს შეადგენს.

 

ბექა ნახუცრიშვილს ახმეტაში ვენახებთან ერთად სასტუმრო, რესტორანი და მარანი აქვს მოწყობილი. ტურისტებს მის მიერ დაწურული საფერავის, რქაწითელის, მწვანის და ქისის დაგემოვნება ადგილზე შეუძლიათ. მეწარმე ქვევრის ღვინოს აწარმოებს და მას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ განვითარებას და ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

 

„2004 წლიდან  დაკავებული ვარ მევენახეობით და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 25 ჰა-ზე შევძელით ვენახის გაშენება. 2020 წელს კი მარნის მოწყობა გადავწყვიტეთ, სადაც აქ მოსულ სტუმრებს ჩვენი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე გავაკეთეთ რესტორანი და სასტუმრო, რათა ტურისტებისთვის მეტად კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ისინი უკვე აქ დარჩენასაც შეძლებენ“, - განაცხადა მეწარმემ, ბექა ნახუცრიშვილმა.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთ მეწარმეს  შევუწყოთ ხელი, რათა  მეტად განვითარდეს და შეძლოს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება. ბექა ნახუცრიშვილი საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან პარნიორობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ახმეტაში ვენახთან ერთად, როგორც მარნის, ასევე სასტუმროსა და რესტორნის გაკეთება შეძლო. ის სამომავლოდ ახალი ჯიშის დამატებას და ექსპორტზე საკუთარი ღვინის გატანას გეგმავს.  წარმატებას ვუსურვებთ  ბექას, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები