0 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნეს დაჯილდოება 2022 -ის ფინალისტები ცნობილია

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა.

1.       საუკეთესო პროდუქტი

·         POSTRED

·         Logicemeter

·         ATOM Kids

2.       საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

·         კერნელი

·         Calen Ai

·         Artistio

3.       გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

·         ლიდერი

·         ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

·         საქართველოს ეტლების საწარმო

4.       გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

·         აბბე ტიმეო

·         სადგური Bahnhof Station

·         უდაბნო

5.       გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

·         Veli.Store

·         პაცცა

·         ეპიზოდი

 

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის.

 

ნაწილობრივ შეიცვლა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი,  კვლევითი კომპანია ANOVA უზრუნველყოფს.  

 

ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 - მა კომპანიამ გამოთქვა.  პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები