1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში აგრომეურნეობა ვითარდება

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიაში, სოფელ ახალსოფელში, საოჯახო აგრომეურნეობა განვითარებას აგრძელებს. ფერმა 30ჰა-მდე გაშენებულ ბაღჩეულ და მარცვლეულ კულტურებსა და 100 სულამდე მსხვილფეხა საქონელს აერთიანებს.

 

„ჩვენი საქმიანობა ამჟამად 5 ჰა-მდე ბაღჩეულ კულტურებს (საზამთრო, ნესვი, ბულგარული, ბროკოლი, სოიო), 25 ჰა-მდე მარცვლეულ კულტურებს (ჰიბრიდი და ქართული სიმინდი) და 0.6ჰა-ზე გაშენებულ მებოსტნეობას მოიცავს. პროდუქციის რეალიზაციას ქუთაისის მასშტაბით ვახორციელებთ. საქართველოს ბანკთან 2015 წლიდან ვთანამშრომლობთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ფერმა და გაგვეზარდა წარმოება. სამომავლოდ, გვსურს კიდევ უფრო დიდი მოცულობის ნატურალური, ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აცხადებს აგრომეურნეობის ხელმძღვანელი, ნანა ნიკურაძე.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთი ბიზნესი გავაძლიეროთ. საქართველოს ბანკი მცირე მეწარმესთან 2015 წლიდან პარტნიორობს და ამ ხნის მანძილზე ერთად რამდენიმე აგრომიმართულების განვითარება შევძელით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონში ისეთ ბინზესს, რომელიც არ ჩერდება და სამომავლო განვითარებაზე ფიქრობს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ აგროპროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით კი რეგიონებში“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები