0 4 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პუტინმა თათბირზე ლიეტუვას წინააღმდეგ ომის დაწყება განიხილა – მედია

რუსეთის პრეზიდენტმა თათბირი გამართა ლიეტუვასთან გამწვავებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ე.წ. კალინინგრადის ბლოკადის გამო. შეხვედრაზე სავარაუდოდ ვილნიუსის წინააღმდეგ მოსკოვის სამხედრო მოქმედებების დაწყება განიხილეს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა “Сегодня”–მდაწერა.

ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ვიდეოებს, რომლებზეც დაფიქსირებულია 25 ივნისის გვიან საღამოს რუსეთის პრეზიდენტის კრემლისკენ მიმავალი კორტეჟი, თუმცა დღისით პუტინს სანკტ–პეტერბურგში შეხვედრა ქონდა ბელორუსის ლიდერთან.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მინიმუმ ერთი რუსული მედიასაშუალება ამზადებდა კრემლში გამართული თათბირის შესახებ მასალას, თუმცა ეს მასალა აღარ გამოქვეყნდა. თათბირის ჩატარების ფაქტი მოგვიანებით კრემლის პრეს სპიკერმა უარყო. ამავე დროს, რუსმა პოლიტტექნოლოგმა, რომელიც 2014 წელს ლუგანსკში ბოევიკებს უჭერდა მხარს, თქვა, რომ “რაღაც მოხდა“ , თუმცა აუცილებელია “ოფიციალურ ნიუანსებს დაველოდოთ“. მან დააზუსტა, რომ ეს არის “საგარეო საქმე“ და რუსეთის შიგნით ყველაფერ რიგზეა.

გამოცემის წყაროს ვარაუდით, პესკოვის მიერ კრემლში გამართული თათბირის უარყოფის მიზეზი ის გახდა, რომ თათბირის შედეგად ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ჟურნალისტები თვლიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოიცადოს, სანამ აშშ “დაარწმუნებს ლიეტუვას ბლოკადაზე უარი თქვა“. ამას გარდა, პუტინის გარემოცვა 25 ივნისის მგომარეობით იმედოვნებდა, რომ ვილნიუსი ევროკავშირის ზეწოლის შედეგად ბლოკადის მოხსნას დათანხმდებოდა.

ამის მიუხედავად, პუტინის თათბირამდე რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საჯაროდ უარყო რაიმე დათმობის შესაძლებლობა ლიეტუვის მხრიდან დასანქცირებული საქონლის ტრანზიტის საკითხში.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ლიეტუვამ შეწყვიტა საექსპორტო საქონლის დაახლოებით 50%–ის ტრანზიტი მის ტერიტორიაზე სარკინიზო ხაზების გავლით რუსეთის ფედერაციიდან კალინინგრადის ოლქში. საპასუხოდ რუსეთი დაიმუქრა, რომ პრობლემას “ნებისმიერი გზით“ მოაგვარებს. თავის მხრივ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, პატრუშევმა განაცხადა, რომ ლიეტუვის მოსახლეობას კალინინგრადის ბლოკადის დაწყების შემდეგ სეროიზული შედეგები ელის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი დასძინა, რომ მოსკოვის პასუხი ვილნიუსის ქმედებებზე დიპლომატიური არ იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები