0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მელიქიშვილის გამზირი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისიდან გადაიკეტება

 

„თქვენ იცით, რომ ახალი მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, ვარაზის ხევი, კოსტავას ქუჩა ორმხრივი იქნება. ამასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია ვიდეორგოლები ტრიალებს, როგორც ტელევიზიით ასევე, სოცმედიაში.

მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლების ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ყველაფერი, როგორც სანიაღვრე სისტემა, ასევე, საკანალიზაციო წყლის მილები, გაზის მილები, ყველაფერი იქნება გამოცვლილი, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი, ახალი განათების ბოძები, LED სანათები მოეწყობა. ასევე, საფეხმავლო ტროტუარები მოეწყობა, რომ ადამიანმა გადაადგილება ნორმალურად შეძლოს. ახალი მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები გაჩნდება. ყველაფერი გაკეთდება, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საჭირო ზოლი გამოიყოფა, ველობილიკი გაკეთდება, ასევე, მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები დამონტაჟდება და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის,“ - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები