0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე და თქვენზეც, ვინც სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აიცრა - ამირან გამყრელიძე

გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით - ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„შარშან ქვეყანამ 5 მლნ დოზა ვაქცინას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. აქედან „ფაიზერი“ გვქონდა 2 მილიონზე მეტი. აქედან 1 მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველად ჩამოსული პარტია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გვაჩუქა, ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეს „ფაიზერი“ დახარჯულია დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასამდე დოზა. სადღაც 400 ათას დოზამდე, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი რჩება. ათვისებულია ამერიკის დონაცია, რომელიც ივლისში პირველი შემოვიდა - სრულად ავითვისეთ აგვისტო-სექტემბერში. აცრის დღიური 23 ათასი მაჩვენებელი გვქონდა აგვისტოში, 20 ათასი - სექტემბერში. ასევე სრულად ავითვისეთ, მილიონი დოზა, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი. დანარჩენი დონაციები შემოვიდა მოგვიანებით. გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით, რომ ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ. სხვა ვაქცინები - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე.

გეგმაა ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრა - რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები