0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის, სხვათა შორის, ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. მისი თქმით, მოსკოვისთვის აპირებენ მის გადაცემასაც.
ამ თემაზე მან სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ ისაუბრა პროვოკაციაზე, რომელიც მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მზადდება.

"იმ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის მათ შორის საქართველოსთვის, ესენი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. ესენი სხვათა შორის ამზადებენ ჩემ გადაცემას რუსეთისთვისაც, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, სიცოცხლეს რა აზრი აქვს თუ სამშობლო ვერ გადავარჩინეთ. ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ნეიტრალიტეტის გამოაცხადებს და მალევე საქართველო რუსეთის ოფიციალური ნაწილი გახდება, რაზეც შეთანხმებულები და გარიგებულები არიან - "ჩვენი თაობის ამოცანაა ეს არ დავუშვათ, ამიტომ აქ უნდა ვიყოთ სრულიად ერთიანები" - თქვა მან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები