1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა არის SWIFT-ი, საიდანაც შესაძლოა, რუსეთი გააგდონ და აქვს თუ არა ალტერნატივა რუსეთს?

SWIFT – აბრევიატურა ასე იშიფრება: მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება. ორგანიზაცია 1973 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ უსაფრთხო შეტყობინებები და საგადახდო დავალებები გაგზავნოს. SWIFT-ი დღეს მსოფლიოში ბანკთაშორისი გადახდების უმთავრესი პროვაიდერია.

2021 წლის განმავლობაში SWIFT-ი დღეში საშუალოდ 42 მილიონ ტრანზაქციას ემსახურებოდა, ამ ფინანსური ნაკადის 1.2 რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობდა.

თუკი რუსეთი SWIFT-იდან გაირიცხება, მაშინ ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქვეყანაში ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი გახდება.

SWIFT-ის სათაო ოფისი ბელგიაში არის განთავსებული და როგორც იურიდიული პირი ბელგიის კანონმდებლობით არის დაფუძნებული. მას 25 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო მართავს; ეს ოცდახუთი წევრი წარმოადგენს იმ ქვეყნებს, რომლებიც SWIFT-ის სერვისის ძირითადი მომხმარებელია. SWIFT-ის აქციონერია 3,500 ფინანსური ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

SWIFT-ი არის როგორც – ბელგიის სამეფოს ცენტრალური ბანკის, ასევე ევროპის ცენტალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.

2012 წელს ირანის ბირთვული პროგრამის სანქციების ფარგლებში, აშშ-მა ევროკავშირი და მისი სხვა პარტნიორები დაარწმუნა, რომ ირანი SWIFT-იდან უნდა გათიშულიყო, რამაც ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.

აქვს თუ არა რუსეთს ალტერნატიული საგადახდო სისტემა?

ოფიციალურმა მოსკოვმა საკუთარი საბანკო საგადახდო სისტემა – SPFS-ი შექმნა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიიდან მალევე დასავლეთისგან რიგი სანქციები მიიღო. ყირიმის ანექსიის დროსაც იყო მოწოდებები, რომ რუსეთი SWIFT-იდან გათიშულიყო, თუმცა ეს მოთხოვნა მაშინ EU-ს ქვეყნების მიერ არ იყო გაზიარებული.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, SPFS-ს დღეს, დაახლოებით, 400 მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, შიდა გადარიცხვების 20% სწორედ SPFS-ის საშუალებით ხორციელდება, თუმცა რიგი შეზღუდვები ოპერაციების თვალსაზრისით SPFS-ს მაინც აქვს. ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გადახდის შესასრულებლად, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული სისტემაში, შესაბამისად, SPFS-ით რუსულ ბანკებს საერთაშორისო ანგარიშსწორება მაინც არ გამოუვათ.

 

წყარო – BM.GE

კომენტარები

მსგავსი სიახლეები