1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ანა ფოტიგა - ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ!

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს  რომლის მონახულების შესაძლებლობა მას იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მიეცა.

„მე მესმის ჩემი სამუშაოს ღირებულება ევროპარლამენტისა და უფრო ფართე მასშტაბებით, მაგრამ ნამდვილად ვერ გავაზვიადებ ჩემი სამუშაოს მნიშვნელობას. მე ამ ფაქტიდან გამოვიტან დასკვნებს. ეს იყო ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მივიღე მხედველობაში, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ დავინახო შემდეგი სცენარი ყველა შემთხვევაში. ეს არის უკმაყოფილების საგანი, გულდასაწყვეტია, ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ კვლავ არსებობს საშუალება, ამ ძალიან საშიში სიტუაციიდან გამოსვლის და ეს ითხოვს კეთილ ნებას. პასუხისმგებლობა, ძირითადად მმართველ ძალას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი იღებს ასეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება და ამისთვის მზაობა, რა თქმა უნდა, ძალზე რთული გადაწყვეტილებაა, ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა ფოტიგამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები