2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მორიგი თაღლითური სქემა, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატის სახელი ფიგურირებს - ალექსანდრე დალაქიშვილი დიდ სკანდალში ეხვევა

 

ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი, ალექსანდრე დალაქიშვილი  დიდ სკანდალში ეხვევა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ ატყუებს დეპუტატი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს და თაღლითური გზებით ფულს “არაფერში“ აბანდებინებს.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია.  მოტყუებით დარიცხულ ფულს სხვა ანგარიშზე რიცხავენ და შემდეგ, „ბიტკოინებს“ ყიდულობენ. სწორედ "ბიტკოინებით“ ხდება იმ პირების მომარაგება, რომლებიც სქემას კურირებენ.

ე.წ. „ქოლცენტრების“ თაღლითური სქემა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის კარგად არის ცნობილი. არაერთხელ დაწერილა და თქმულა მედიაშიც, თუ როგორ დაკარგა დანაზოგი,  ათასობით მოქალაქემ, სწორედ ამ სქემის საშუალებით.

საგულისხმოა ერთი დეტალიც, 2021 წლის 10 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში, დეპუტატ დალაქიშვილს მითითებული აქვს რომ ფლობს წილს შპს კრიპტო სოლუშენში. დეკლარაციის მიხედვით მისი წილი, ამ კომპანიაში, 49 პროცენტია.

თუმცა, ცოტა ხნის წინ, ალექსანდრე დალაქიშვილმა წილი გაასხვისა, რაც ასახულია საჯარო რეესტრშიც, მაგრამ თაღლითური სქემა ამით არ დასრულებულა...

„ქოლცენტრების“ დაქირავებული თანამშრომლები საქართველოდან უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობენ რომ დანაზოგი მათ მიერ შეთავაზებული სქემით დააბანდონ. ძირითადად ვირტუალურ სივრცეში.

რაც შეეხება გამოძიებას, ორგანიზებული დანაშაულის ბოლომდე გაშიფვრა საკმაოდ ძნელია მაშინ, როდესაც თაღლითური სქემის უკან, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

გარდა ამისა, დალაქიშვილი ფარცხალაძე-მამაცაშვილის კლანს წარმოადგენს. ის, ამავე დროს, საარცევნოდ, პასუხისმგებელია ქვემო ქართლზე. შესაბამისად, რუსთავსა და მთლიანად ქვემო ქართლში, ძირითადად სწორედ ალექსანდრე დალაქიშვილი აორგანიზებს არჩევნების გაყალბების სქემებსაც.

რუსთავში ყველამ იცის, რომ დალაქიშვილი პირადად იყო ჩართული თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურშიც. კერძოდ, ის რუსთავში, უბნიდან უბანზე გადაადგილდებოდა და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა რუსთაველთა ნების იგნორირებას.

ჩვენ, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ დალაქიშვილი, მედიის წარმომადგენლებს ემალება, რადგან დიდი ალბათობით, თუ მისი ფარული ბიზნეს-საქმიანობა ბოლომდე გამოაშკარავდება, ის პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები