2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, ოცნება იკადრებს ამნისტიას – გახარია სააკაშვილზე

თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, სააკაშვილი თუ საქართველოში ჩამოვა, ეს მმართველ პარტიასთან იქნება შეთანხმებული.

მისივე თქმით, დარმწუნებულია, რომ ოცნება სააკაშვილს მიმართ ამნისტიას გამოაცხადებს.

“ერთადერთი მნიშვნელობა თუ რამე აქვს, აქვს “ოცნებისთვის” და  ასე გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როცა გაუჭირდებათ.  ორი “ოფცია” (ვარიანტი) არსებობს აქ: 1) თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია; 2)თუ  საერთოდ ასეთი საოცრება მოხდა, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს “ოცნებასთან” შეთანხმებულია და რაც მოხდება ამის შემდეგ და “ოცნება” რასაც იკადრებს, ზუსტად იგივეს, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტიას. აგერ ვნახავთ ყველა ერთად”, – განაცხადა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ოცნება ამნისტიაზე საუბარს დაიწყებს, ამას მოყვება ადამიანების “გაბრაზება და მრისხანება”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები