0 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს – ბიძინა კულუმბეგოვი

სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

„თუ ყველა წესი იქნება დაცული, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 2020 წლის აღდგომის შემდეგ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. სასურველია, ორი პირბადე გამოიყენონ ადამიანებმა. განსაკუთრებით – 60 წელს გადაცილებულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. რა თქმა უნდა, 2020 წელს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ წესების დაცვის შემთხვევაში, საშიში არაფერი იქნება. სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს. მივიდეთ, კვერცხი გადავაგოროთ და სახლში დავბრუნდეთ“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები