0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გააუმჯობესებს თუ გააუარესებს პენსიონერების მდგომარეობას პენსიების დარიგების რამდენიმე ბანკზე გადანაწილება?

საპენსიო ტენდერის დაშლის შემთხვევაში შესაძლოა 200 ათასი პენსიონერი მომსახურების გარეშე დარჩეს, ან პენსიის დარიგების სერვისის ფასის გადახდა საკუთარი პენსიიდან მოუწიოთ საქართველოში, სადაც დღეს 1 300-ზე მეტი სოფელია და არც ერთი ბანკის სერვის-ცენტრი, ბანკომატი ან საზოგადოებრივი ცენტრი არ ფუნქციონირებს, მათ შორის – არც დღეს სერვისის განმახორციელებელი „ლიბერთი ბანკის“, ჯამურად, 200 ათასამდე პენსიის მიმღები, ანუ პენსიონერების დაახლოებით ერთი მეოთხედი ცხოვრობს. მომსახურე ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში, ამ პუნქტებში, „ხელით მიიტანოს“ და პენსია (ნაღდი ფულის სახით) და დაურიგოს ბენეფიციარებს“,- ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელსაც „რეზონანსი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელსაც „რეზონანსი“ აქვეყნებს. გამოცემა ასევე წერს, რომ მნიშვნელოვანია, მსხვილი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა თუ რეგიონების გარდა, სერვისი სრულყოფილად მიიღოს უკლებლივ ყველა ბენეფიციარმა, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს. „საპენსიო ტენდერის, „დაშლის“ და საპენსიო მომსახურების სხვადასხვა ბანკზე გადანაწილების შემთხვევაში, სერვისი, მთლიანობაში, ბევრად გაძვირდება – ან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ან, რაც კიდევ უფრო უარესია, პენსიონერებისთვის. გარდა ამისა, გაცილებით გართულდება ამ პროცესის ადმინისტრირებაც, რაც ერთი მომსახურე ბანკის შემთხვევაში მთლიანად ამ ბანკის მიერ ხორციელდება. „დაშლის“ შედეგად ადმინისტრირების ტვირთი ძირითადად გადავა სახელმწიფოზე,- „ამიტომ, ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს, პენსიების დარიგების საკითხი ძალიან გააზრებულად, პენსიონერებისა და სახელმწიფოს რაციონალური და საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გადაწყდეს და არა – პოლიტიკური კონიუქტურის და წინასაარჩევნო ინტერესების კვალობაზე. დღეს პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემლებს ექსკლუზიურად ემსახურება ტენდერში გამარჯვებული ერთი კომერციული ბანკი – ლიბერთი. ის ახორციელებს უკლებლივ ყველა პენსიონერის მომსახურებას, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის – იმ ათასობით სოფელში, სადაც არც ერთი ბანკი და არც ერთი ბანკომატი არ ფუნქციონირებს.პენსიების დარიგებაში სახელმწიფო არაფერს უხდის ბანკს, ანუ ბანკი ყოველთვიურად უფასოდ არიგებს პენსიას. ამაში არც პენსიონერები იხდიან რაიმე საკომისიოს – ასეთია დღევანდელი მოდელი.“,- წერს „რეზონანსი“. გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს არსებული საპენსიო მომსახურების სქემის რადიკალურ ცვლილებასთან დაკავშირებით სწორი დასკვნის გაკეთება შეუძლებელია პარლამენტში და მცირე ოპოზიციური პარტიების მიერ უკვე გამოთქმული ზედაპირული პოლიტიკური სპეკულაციების, ხმამაღალი განცხადებების და პერფორმანსების საფუძველზე. ლოგიკურად კი ეს ვითარება – როცა პენსიების გაცემის საქმეში, სახელმწიფოს ურჩევნია ერთ აგენტთან ჰქონდეს საქმე – მარტივად გასაგებია: სახელმწიფოს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი, რომელიც სერვისს ახორციელებს სრულად და შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურით. „სერიოზულად დადგება იმის საფრთხე, რომ 200 ათასი პენსიონერი მომსახურების გარეშე დარჩეს, ან ამ სოფლებში პენსიის დარიგების სერვისის ფასის გადახდა თავად პენსიონერებს მოუწიოთ საკუთარი პენსიიდან, როგორც ეს ადრე, ბევრი წლის წინ იყო. ყველაზე ცუდი კი ის იქნება, თუკი ამ ხარჯის გადახდა ისევ პენსიონერებს დააწვება ტვირთად. ტენდერის, „დაშლის“ და საპენსიო მომსახურების სხვადასხვა ბანკზე გადანაწილების შემთხვევაში, სერვისი, მთლიანობაში, ბევრად გაძვირდება – ან სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ან, რაც კიდევ უფრო უარესია, პენსიონერებისთვის. გარდა ამისა, გაცილებით გართულდება ამ პროცესის ადმინისტრირებაც, რაც ერთი მომსახურე ბანკის შემთხვევაში მთლიანად ამ ბანკის მიერ ხორციელდება. „დაშლის.“ შედეგად, ადმინისტრირების ტვირთი ძირითადად გადავა სახელმწიფოზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ პროცესთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუროკრატიის, საბუთბრუნვისა თუ ბუღალტერიის მოცუალობა და შესაბამისად ხარჯიც.“,- ნათქვამია „რეზონანსის“ სტატიაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ საპენსიო ტენდერის დაშლით ყველაზე მეტად მოიგებენ და წინასაარჩევნო ტაქტიკურ წარმატებას იზეიმებენ ამ ინიციატივის ავტორი პოლიტიკოსები. თუმცა, დიდად ვერაფერს მოიგებს და, უფრო მეტი ალბათობით, დაზარალდება კიდეც ამ საკითხის მთავარი მხარე – მილიონამდე პენსიონერი. „ეს გადაწყვეტილება დამატებით სირთულეებს შექმნის სახელმწიფო აპარატისთვის და დამატებით ხარჯებად დააწვება ბიუჯეტსაც, რომელსაც ნამდვილად არ ულხინს… საინტერესოა, ტენდერის ბედის გადამწყვეტი კომისია როგორ გაანალიზებს და რა ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას ახალ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით. ამ თემის აშკარა ძლიერი პოლიტიკური ასპექტის, პენსიებით წინასაარჩევნო სპეკულაციებისა და აჟიოტაჟის ფონზე არ იქნება მარტივი ეკონომიკურად და სოციალურად დასაბუთებული, სწორი გადაწყვეტილების მიღება – სწორედ ეს იქნება ამ კომისიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც“,- აღნიშნულია სტატიაში. წყარო: http://www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=3&id_artc=132604

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...