0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება მომავალ კვირაში იგეგმება

"სინოფარმის" შემდეგ საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება.

„ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ისე კი, ჩინელებს მეტი აქვთ, რომელსაც შიგნით, ეროვნულ დონეზე იყენებენ. ამ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ამ ვაქცინით უკვე აცრილია 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში.

ესეც არის ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. „სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გაკეთება, 14-დან 28 დღემდე შეიძლება გაკეთება. სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება. უახლოეს ხანში ველოდებით, რომ „სინოვაკიც“ მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება აქვს „სინოვაკსაც“. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ისიც ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...