0 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინას გამარჯვება შეუძლია და გაიმარჯვებს – ნულანდი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ვიქტორია ნულანდმა უკრაინაში ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის დახმარებაზე РБК-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ნულანდის თქმით, დასავლეთის რიტორიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით საგრძნობლად შეიცვალა. ინტერვიუს დროს აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინას გამარჯვება ნამდვილად შეუძლია და აუცილებლად გაიმარჯვებს. ამასთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს.

“უკრაინის საზოგადოება სამხედრო ძალებს უჭერს მხარს. ვხედავთ, რომ რუსეთს მოუწია კიევიდან უკან დახევა და რუსეთის ჯარებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. ასევე ბუჩაში, მარიუპოლში, კრამატორსკში ჩადენილ საშინელ სისასტიკეს ვხედავთ. შედეგად, უკრაინის მხარდაჭერა იზრდება. უსაფრთხოების კოალიციას უკვე ჰყავს 40-მდე ქვეყანა, რომელიც იცავს და მხარს უჭერს უკრაინას. ეს თქვენი წარმატებაა.

ჩვენ ასევე ვიწყებთ უკრაინელების მომზადებას, რომლებსაც შეუძლიათ გერმანიაში ჩასვლა – იგივეს აკეთებენ პოლონელები, ასევე ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი, რაც  ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ახალი იარაღის გამოყენებას უკავშირდება

ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მოგაწოდოთ ის, რაც ახლა გჭირდებათ და იარაღის გამოყენებაში მოგამზადოთ”. – თქვა ნულანდმა.

ვიქტორია ნულანდის თქმით, სანქციების გამო ვლადიმირ პუტინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“ცხადია, თუ პუტინს გულწრფელად სურდა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, მას ნებისმიერ დროს, თუნდაც ამაღამ, შეუძლია ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს იქნება სწორი, ღირსეული და მორალური ნაბიჯი. ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ გვინდა, რომ ეს დიპლომატიური გზით დასრულდეს.

მას არ ჰყოფნის რუსეთის ახალგაზრდობა, რომელიც ამ ბოროტ, უაზრო, სასტიკ და ამორალურ ომში ჩასართავად მზად არიან. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და გაიმარჯვებს კიდეც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება მაქსიმალურად სწრაფად”. – თქვა აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა.

ნულანდმა ასევე უკრაინის გრძელვადიან დახმარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აშშ მზად არის უკრაინა გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები