0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შტაინმაიერისთვის უარის თქმით უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა – ჰაბეკი

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა პრეზიდენტი შტაინმაიერის ქვეყანაში არმიღებით. ამის შესახებ European Truth იუწყებაSpiegel-ზე დაყრდნობით.

“სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა: უკრაინულმა მხარემ დაუშვა დიპლომატიური შეცდომა. ფედერალური პრეზიდენტი – ეს გერმანიაა. ამიტომ, პრეზიდენტ ზელენსკის უარი არის გერმანიისთვის ნათქვამი უარი”, – განაცხადა ჰაბეკმა.

კითხვაზე, წავა თუ არა ის ან კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში, ჰაბეკმა თქვა: “ახლა ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრობლემას მოვაგვარებთ და არ გავაუარესებთ. სწორედ ამისთვის გამოიგონეს ტელეფონები.”

ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სურდა კიევში წასვლა პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად, თუმცა, კიევმა უარი თქვა ვიზიტზე და მის ნაცვლად კანცლერი მიიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები