0 6 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სექს-კაბინები“ - ინოვაციური მომსახურება ევროპაში

ჩამოტვირთვა

შვეიცარიის მოქალაქეებს ინტიმური კავშირი მეძავებთან კომფორტულ და მოსახერხებელ პირობებში ექნებათ - ქალაქმა ციურიხმა ოფიციალურად შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც სექს-მუშაკებს საკუთარი კლიენტებისათვის პირდაპირ ქუჩაში მომსახურება ეკრძალებათ. მეძავებსა და მათ კლიენტებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით სპეციალურად სექსისთვის კაბინები აუშენა. გარდა ამისა, ყველა სექს-მუშაკი ამიერიდან ვალდებულია შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია და დაზღვევა. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ზომების მიღება მეძავების დაცვისა და ქალაქში სიმშვიდისა და წესრიგის დამყარებისთვის გახდა აუცილებელი. ხოლო კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი წესები მეძავებს კლიენტებს დააკარგვინებს. შვეიცარიაში პროსტიტუცია უკვე 60 წელზე მეტია ლეგალურ საქმიანობას წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები