0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,არაბები გამომეკიდნენ, წავიქეცი, ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი" - დაშავებული ქართველი ებრაელი

ისრაელში არეულობების დროს ქართველი-ებრაელი დაშავდა. მორის ჯანაშვილს თავს ქალაქ აკოში არაბები დაესხნენ. მათი გაღიზიანება ჯანაშვილის ავტომობილზე ისრაელის დროშის დანახვამ გამოიწვია.

"დედაჩემის სახლისკენ მივდიოდი. იმ ტერიტორიაზე ასობით არაბი იყო შეკრებილი, როცა დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული, ქვების სროლა დაიწყეს. ავტომობილს ვეღარ ვმართავდი, გადმოვედი და დედაჩემის სახლისკენ გავიქეცი. ისინი გამომეკიდნენ, მე წავიქეცი, თავს მესხმოდნენ, ქვებს და აგურებს მირტყამდნენ. მეგონა იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. ეს ყველაფერი ჩემმა არაბმა მეზობლებმა გაიგეს და მათ გადამარჩინეს," - განაცხადა დაზარალებულმა მორ ჯანაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები