0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამყრელიძე: აღდგომა მაისშია, ამ დროს თბილა და სასურველია, მრევლი იყოს გარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აღდგომის დღეებში შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

მისივე თქმით,  სასურველია, თუ მრევლი ლოცვებს ტაძრებს გარეთ დაესწრება.

“აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ტაძრებში დაცული იყოს რეკომენდაციები – როგორც შიგნით ტაძრებში, ისე გარეთ აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე, ასევე, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა.

აღდგომა მაისშია, ამ დროს თბილა და სასურველია, მრევლი იყოს გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, არ იყოს გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს წესები ყველგან იყოს დაცული”. – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები