0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო–რა უთხრა პატრიარქმა მოკლული მოზარდის მშობლებს

 

„სამართალდამცველთა ლიგის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ფეისბუქზე წერს სტატუსს, რომელშიც იხსენებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მშობლების საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის ეპიზოდს:

სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა.. რთულია. ასაკოვან კაცზე, თან მაღალი ავტორიტეტის მქონე პატრიარქზე, ნამდვილად არ არის მარტივი, ილაპარაკო.

მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამე არის სათქმელი, უნდა ვთქვა სანამ ცოცხალია და შეუძლია პასუხი და არა სიკვდილის შემდეგ. ეს ჩემთვის დიდი მორალური ბარიერი იქნება.

2018 წლის 2 ივნისს, როდესაც საპროტესტო აქციებით დუღდა რუსთაველი, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი მეუფე და მე და ზაზა სარალიძე დაგვიბარეს პატრიარქთან.

სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი. დაახლოებით 17 საათზე წავედით შეხვედრაზე, საპატრიარქოში.

როგორც მოხდა, შეთანხმების მიუხედავად, ჩემთვის მოულოდნელად მე არ შემიშვეს პატრიარქთან. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეხვედრიდან გამოვიდა ზაზა და მისი მეუღლე, ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით რუსთაველისკენ.

რათქმაუნდა მაინტერესებდა, მანქანაში მოვტრიალდი და ზაზას ვკითხე, თუ რა უთხრა მას პატრიარქმა?

ლოცვა გააძლიერეთო – მიპასუხა მან. თავი დავხარე, ცხადია პატრიარქისგან სხვა მოლოდინი არც ყოფილა.

ამ დროს ატირდა ზაზას გვედრდით მჯდომი მისი მეუღლე, დათუნა სარალიძის დედა.
– მხოლოდ ეგ არ უთქვამს, თქვა მან.

– სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო. – თქვა მან მკაცრი ხმით და ტირილი გააგრძელა.

სისხლი გამიშრა. სიტყვა ვერ ვიპოვე. მივტრიალდი და გავაგრძელეთ გზა რუსთაველისკენ, სადაც წვიმაში იდგა ხალხი და გველოდებოდა.

არ მესმის, მაგრამ ვიცი რატომ არ ხვდება პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს.“– წერს კუპრავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები