0 4 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია რასაც ამბობს“ – მიშა ანდღულაძის დედა და ძმა მისმა სატელევიზიო აღიარებაზე

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთში“ ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა.

მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ იუმორისტის ყოფილი ცოლი ძალიან ნერვიულობს. მიშა ანდღულაძის დედა და ძმა კი მისმა სატელევიზიო აღიარებამ შოკში ჩააგდო.

დათო ანდღულაძე(ძმა):

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს. რასაც ამბობს ჩვენს ოჯახზე, ყველაფერი გაზვიადებულია. თუ რამეს განიცდის და სტკივა, ამას კიდევ ტკივილის დამატება უშველის? თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი…

ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!. ერთხელ მის მეზობელთან სტუმარი მივიდა, მიშამ აივნიდან ქვა გადააგდო და მანქანის მინები ჩაამტვრია. მამაჩემს მაშინაც არაფერი უთქვამს მისთვის, ისე გადაიხადა ფული. მაშინ ველოსიპედზე არ დავსვით მე და ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა და ამიტომ მოიქცა ასე…

ლალი ხომასურიძე (დედა):

როგორც ამბობს, სულ მუშტი-კრივში ვიყავით, რაც აბსურდია. ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა და მე და ჩემმა ქმარმა ყველაფერი გავაკეთეთ შვილების წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს.

მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ გახსნილი ურთიერთობები ექნებოდათ, მაგრამ მეუღლის ღალატს არაერთხელ, ვერაფრით შეეგუა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები