1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტერორისტი, რომელმაც 12 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად დაავადებულია

ჩამოტვირთვა

ტერორისტი, რომელმაც ავრორას კინოთეატრში, ბეტმენის პრემიერის შემდეგ 12 ადამიანი მოკლა, ფსიქიკურად დაავადებულია. ის მკურნალობის კურსს იმ უნივერსიტეტის კლინიკაში გადის, სადაც თავად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ჯეიმს ჰოლმსმა უნივერსიტეტის ფოსტაში ჩანაწერების წიგნი გაგზავნა, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ უნდა მოეწყო ტერორისტული აქტი. ადვოკატების განცხადებით, ჩანაწერების წიგნი იყო ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის ერთერთი წყარო, ამიტომ ის კონფიდენციალური უნდა დარჩენილიყო. გაურკვეველია რეალურად როდის მიიღო უნივერსიტეტმა ტერორისტის წერილი. ადმინისტრაციის განცხადებით, შეტყობინება 23 ივლისს მიიღეს, თუმცა ამერიკული მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ოფიციალური ცნობით, ჰოლმსი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია. ჰოლმსმა 12 ადამიანი დახოცა, 58 დაიჭრა. მათგან 11 ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები