0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩემი ცოლის დაქალების სცენარისტი ნინო კუზანოვას უპირისპირდება - სკანდალური მიმოწერა და კამათის დეტალები

 ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად. 

სერიებს ისეთი დიდი ინტერესით უყურებენ, რომ მასში შეცდომის აღმოჩენაც შეძლეს. ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ კენედის დაავადება, რომელიც ნინო მუმლაძის გმირს, ნათიას აღმოაჩნდა, სინამდვილეში არ შეიძლება, ქალს დაემართოს, რადგან ეს დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართებათ.

როგორც ნინო წერს:

„ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია…“

   აღნიშნულ სტატუს გამოეხმაურა ქეთი დევდარიანი , რომელსაც შემდეგ უკვე მათივე ვრცელი დიალოგი მოჰყვა :  "ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი Nino Nadiradze-kuzanovaგამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში"  ქეთი დევდარიანი 

  "ქ-ნო ქეთი, ამ სტატუსს ამდენი ამბავი თუ მოყვებოდა, არ მეგონა((( უბრალოდ, გავბრაზდი ამ უბედურ გოგოს, რომელსაც სერიალში ერთი ნორმალური კაცი არ ეღირსა, პლუს ისეთი დაავადება შეყარეთ, რომელიც ქართულ პოპულაციაში ჯერ არც ერთ ქალს არ ქონია! სერიალი კი ნამდვილად ძალიან მომწონს!" ნინო კუზანოვი

      დევდარიანი : " ქ-ნო ნინო, არაპროფესიონალიზმში როცა გვდებენ ბრალს, ვცდილობთ ხოლმე არგუმენტირებული პასუხი გავცეთ, მეტი არაფერი.ნორმალური კაცი რომ არ ეღირსა, დაავადებაც რომ შეეყარა და ყველაფერი ერთად რომ ჭირს, თან რომ ჰგონია, რომ "ღმერთმა დასაჯა ცოლიან კაცთან რომანის გამო" ეგაა სერიალი, თორემ ყველა ბედნიერი როცაა, შვიდასი სერია აღარ გამოდის :))"  

     კუზანოვი: "მოკლედ, წარმატებები! და ეგებ როგორმე გააჯანსაღოთ ეგ გოგო, ან რამე ისეთი დამართოთ, ლაითი! მაგ რაღაცეების გამო რომ ღმერთი სჯიდეს, გაწყვეტილა ქალები საქართველოში და ეგაა😂😂😍😍კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ დისკომფორტი შეგიქმენით! თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ ამ დაავადებით კიდევ ბევრი წელი საქართველოში არც ერთი ქალი არ დაავადდება😍😍😍

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები