0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დაკავება ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებით - სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გამთენიისას დაწყებული სპეცოპერაცია უკვე დასრულებულია და დაკავებულია სამი ადამიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სპეცდანიშნულების რაზმმა ხეობა უკვე დატოვა.

ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადოჩოფიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ბადო ჩოფიკაშვილი აჰმედ ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებითაადაკავებული.

დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლი გაჩხრიკეს. დაკავებული არიან ძმები მაჩალიკაშვილები.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები